
რჩევები მშობლებს | მოზარდებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შესახებ
მასალა მომზადებულია პლატფორმა CPR.GE-ის პუბლიკაციაზე დაყრდნობით:
პიროვნების მიერ ამა თუ იმ ფსიქოაქტიური ნივთიერების არჩევა განპირობებულია ასაკით, ეკონომიური მდგომარეობით, სოციალური ან ეთნიკური ჯგუფით, თანატოლების გავლენით და სხვა პიროვნული თუ სოციალურ-ეთიკური ფაქტორებით. მშობლებს უნდა ახსოვდეს, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნები და სიმპტომები ნარკოტიკის აუცილებელ მოხმარებაზე არ მეტყველებს.
ზოგიერთი მათგანი შეიძლება ასაკობრივ ნორმად ჩაითვალოს ან მიუთითებდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა სახის პრობლემებზე. ამა თუ იმ სიმპტომის არსებობა არ იძლევა მტკიცების საფუძველს. დასკვნები დაფუძნებული უნდა იყოს ფაქტებზე და არა ეჭვებზე.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია დაეხმარება მშობლებს, ამოიცნონ, მოიხმარს თუ არა მათი შვილი ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება მათთვის დახმარების გაწევა.
მნიშვნელოვანია, რომ მშობლები იყვნენ ფრთხილნი, გულწრფელნი და არა მამხილებელნი მოზარდებთან საკუთარი ეჭვების გადამოწმების დროს და თუ არ არიან დარწმუნებული თავიანთ შესაძლებლობებში, უმჯობესია რჩევისათვის სპეციალისტს მიმართონ.
ნარკოტიკული თრობის ზოგადი ნიშნები:
- გარეგნობა და ქცევა, რომლებიც ალკოჰოლურ სიმთვრალეს მოგვაგონებენ - პირიდან ალკოჰოლის სუნის გარეშე ან სუსტი სპეციფიკური სუნით;
- ცნობიერების შეცვლა: მოცემულ სიტუაციასთან აშკარად შეუსაბამო უმიზეზო მხიარულება, სიცილი, ლაქლაქი, ბოღმიანობა, აგრესიულობა;
- მოძრაობითი აქტივობის შეცვლა: გაძლიერებული ჟესტიკულაცია, გადაჭარბებული მოძრაობები, მოუსვენრობა ან პირიქით - უმოძრაობა, მოდუნება, მოსვენებისა და სიმყუდროვის სურვილი;
- მოძრაობის კოორდინაციის შეცვლა: მდორე ან სწრაფი, არამკვეთრი და დაუხვეწავი მოძრაობები, ტორტმანი სიარულის დროს, სხეულის რყევა მჯდომარე მდგომარეობაშიც კი, განსაკუთრებით დახუჭული თვალებით;
- კალიგრაფიის შეცვლა;
- კანის ფერის შეცვლა: სახისა და მთელი სხეულის კანის ფერმკრთალობა ან პირიქით, - სახისა და სხეულის ზედა ნაწილების გაწითლება;
- მბრწყინავი თვალები;
- მკვეთრად შევიწროებული ან მკვეთრად გაფართოებული გუგები, რომლებიც შუქზე დუნედ რეაგირებენ;
- ნერწყვის გამოყოფის შეცვლა: გაძლიერებული ნერწყვდენა ან, პირიქით, - პირის სიმშრალე;
- ტუჩების სიმშრალე, ხრინწიანი ხმა;
- მეტყველების შეცვლა: აჩქარებული, მკვეთრი გამოთქმა ან, პირიქით, - შენელებული, გაურკვეველი, არამკვეთრი, „წაშლილი“ მეტყველება.
როგორი შეიძლება იყოს ნარკოტიკების მომხმარებელი მოზარდის ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა?
- ჩაწითლებული თვალები, დაშვებული ქუთუთოები;
- მბრწყინავი თვალები;
- გაფართოებული ან შევიწროებული გუგები;
- თვალების ცეცება ან გაყინული მზერა;
- სახის არაბუნებრივი ფერმკრთალობა ან სიწითლე;
- ხელის მტევნების ან ფეხების შეშუპება;
- ცრემლდენა, მთქნარება, სურდო;
- ფიზიკური განვითარების შეფერხება;
- გაუმაძღრობა, გაძლიერებული ჭამის მადა (მარიხუანას მოწევის შედეგი);
- ჭამის მადის დაკარგვა (ცნს-ის სტიმულანტების ხმარების შედეგი);
- წონაში უმიზეზო უეცარი დაკლება;
- დილაობით ცუდად ყოფნა;
- ოფლიანობა ცივ ამინდშიც კი;
- ყაბზობისკენ ან ფაღარათისკენ მიდრეკილება;
- ნივთიერებების ხმარებასთან დაკავშირებული დაავადებები (ვირუსული ჰეპატიტი, აივ ინფექცია, ენდოკარდიტი, ჩირქგროვები, ბრონქიტი, პნევმონია, თირკმლების და ღვიძლის დაავადებები);
- ძილიანობა, მოდუნება, თვლემა;
- ჰიპერაქტიურობა (სტიმულანტების ხმარების შედეგი);
- ძილის ხასიათის შეცვლა (გამუდმებული ძილიანობიდან სრულ უძილობამდე);
- განურჩევლობა, აპათიურობა (აღკვეთით გამოწვეული);
- უმიზეზო სიცილი (ასოცირდება მარიხუანასთან);
- გუნება-განწყობის ხშირი, უეცარი ცვლილება (დეპრესია, შფოთვა, აგზნებადობა);
- აგრესიულობა, პარანოიდული განწყობა (სტიმულანტების ხმარების შედეგი);
- ჰალუცინაციები.
- ოჯახური ტრადიციების იგნორირება;
- უმნიშვნელო კრიტიკაზე ან უბრალო მოთხოვნებზე გადაჭარბებული არაადეკვატური რეაქცია; ახლობლების განცდების გაზიარებისა და თანაგრძნობის უნარის დაქვეითება;
- ფულის მუდმივი მოთხოვნა;
- პასუხისმგებლობისა და მოვალეობის გრძნობის დაქვეითება;
- მატყუარობა;
- ოჯახიდან ფასეულობების გატანა (ფული, ნივთები, წამლები და ა.შ.);
- ოჯახის წევრებისაგან იზოლაცია (საკუთარ ოთახში განმარტოება ან სახლიდან წასვლა);
- ნეგატიური ქცევა, ან, პირიქით, პირფერობა, მაამებლობა და შემთანხმებლური ტაქტიკა (საკუთარი მიზნების მისაღწევად);
- ფასეულობათა, იდეების, რწმენის შეცვლა;
- ლექსიკონისა (სპეციფიკური ჟარგონი) და საუბრის მანერის შეცვლა;
- ახალი ნაცნობების ოჯახის წევრებისათვის წარდგენის სურვილის არარსებობა;
- სასმლის არასათანადო ადგილებში დამალვა;
-
გვიან დაძინება ან უძილობა, თვლემა დღის საათებში;
- ხშირი დაგვიანება სკოლაში;
- სკოლის გაკვეთილების სისტემატური გაცდენები;
- თვლემა გაკვეთილებზე;
- აკადემიური მოსწრების დაქვეითება;
- მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
- უინიციატივობა და გაკვეთილებზე მომხდარის მიმართ ინტერესის დაკარგვა;
- დაგვიანებული პასუხები, გულმავიწყობა, აპათიურობა;
- დისციპლინის ხშირი დარღვევა;
- პედაგოგების, სკოლის განაწესის უპატივცემულობა;
- უპასუხისმგებლობა და მატყუარობა;
-
სკოლის ღონისძიებებისადმი ინტერესის დაკარგვა.
- ძველი მეგობრების მიმართ დამოკიდებულების შეცვლა;
- თანატოლების ჯგუფის შეცვლა, ახალი ნაცნობების გაჩენა;
- მასზე უფროსი მოზარდების წრესთან კონტაქტის დამყარება;
- ნარკოტიკების მოხმარებაში შემჩნეული პირების მიმართ გაძლიერებული ინტერესი;
- ისეთ ადგილებში ყოფნა, სადაც ცნობილია, რომ შეიძლება ნარკოტიკების შოვნა;
- ფულის მუდმივი სესხება;
- არასაიმედოობა ურთიერთობებში;
- ირგვლივ მყოფებთან კონტაქტების შეზღუდვა, ხშირი იზოლაცია (საზოგადოებისაგან გარიყვა, დაბალი თვითშეფასება);
- უეცარი პოპულარობა თანატოლებს შორის.
- დაელოდეთ დროით ინტერვალებს სასაუბროდ. შესაძლოა კარგად იმუშაოს საუბრებმა სადილის შემდეგ, დაძინების წინ, სკოლაში წასვლამდე ან სკოლისკენ/კლასგარეშე აქტივობებზე მიმავალ ან უკანა გზაზე.
- წადით სასეირნოდ ერთად ფეხით ან მანქანით. თვალით ნაკლები კონტაქტით, თქვენი ბავშვი არ იგრძნობს თავს ისე, თითქოს მიკროსკოპით აკვირდებით.
- დაუსვით ღია კითხვები. უფრო გახსნილი საუბრისთვის, თქვენ გჭირდებათ მიიღოთ იმაზე მეტი თქვენი შვილისგან, ვიდრე „კი“ ან „არა“ პასუხებია.
- მიმართეთ აქტიურ მოსმენას. გააგებინეთ თქვენს შვილს, რომ მისი გესმით, იმის ასახვით, თუ რაც მოისმინეთ მისგან - სიტყვიერად ან მხოლოდ განწყობით. ეს მუშაობს შემდეგნაირად: თქვენ უსმენთ ბავშვს შეწყვეტინების გარეშე (არა აქვს მნიშვნელობა, რას ისმენთ), შემდეგ აჯამებთ იმას, რაც გაიგონეთ, რომ მისცეთ ბავშვს საშუალება, დაადასტუროს. სცადეთ შემდეგი ფრაზების გამოყენება: როგორც ჩანს, შენ გრძნობ... მე მესმის, შენ ამბობ, რომ გრძნობ... სწორად მესმის, რომ შენ განიცდი....?
- გამოიყენეთ „მე“ სახის წინადადებები, რომ შეინარჩუნოთ საუბრის მიმდინარეობა. „მე“ სახის წინადადებები გაძლევთ საშუალებას, დაანახოთ თქვენი თავი ისე, რომ მოზარდმა თავი არ იგრძნოს გასამართლებულად ან დადანაშაულებულად. თქვენ უნდა აღწეროთ მისი ქცევა - თუ როგორ გრძნობთ თავს ამასთან დაკავშირებით და რა გავლენას ახდენს ეს თქვენზე. შემდეგ კი სიტყვიერად გამოხატეთ, თუ რა გჭირდებათ, შემდეგნაირად:
5. გახსოვდეთ, რომ თქვენი ბავშვის ტვინი ჯერაც განვითარების პროცესშია.
- დარწმუნდით, რომ კარგი დროა საუბრისთვის და შეგიძლიათ 100%-ით იყოთ ფოკუსირებული თქვენს შვილთან კომუნიკაციაზე.
- გქონდეთ გეგმა. სანამ შეხვდებით თქვენს შვილს, მოუყარეთ თქვენს აზრებს თავი.
- იყავით მშვიდი და მომთმენი.
ემოციის შემცირება
ხანდახან ბავშვებთან საუბრისას წარმოიქმნება ძლიერი ემოციები, რომლებიც უშლის ხელს საღად ფიქრს. სიმშვიდის შენარჩუნება ეხმარება მშობელს საუბრის სწორი მიმართულებით წაყვანაში.
- აკონტროლეთ თქვენი ფიქრები და აქტივობები.
- შეაფასეთ და გადაწყვიტეთ, ზედმეტად გაღიზიანებული ხომ არ ხართ საუბრის გაგრძელებისთვის. როდესაც უსმენთ თქვენს შვილს, გახსოვდეთ:
- აჩვენეთ, რომ გესმით მისი.
- გაიმეორეთ ან შეაჯამეთ თქვენი შვილის ნათქვამი.
- იყავით მომთმენი.
- ხაზი გაუსვით პოზიტიურ ქცევებსა და არჩევანს.
წახალისება
- ეხმარებიან მათ, დააცალკეონ პრობლემა პატარა ნაწილებად;
- ახსენებენ მათ საკუთარი ძალებისა და ძველი წარმატებების შესახებ;
- ახალისებენ მათ, იმის გაზიარებით, თუ თავად როგორ გაუმკლავდნენ გამოწვევებს. შენ კარგი იდეები გაქვს! ახალგაზრდებს სჯერათ, რომ მათ კარგი იდეები აქვთ, თუ მშობლები:
- სთხოვენ მათ, გაუზიარონ მათი აზრები და გრძნობები;
- უსმენენ იმას, რაც აქვთ შვილებს სათქმელი;
- სთხოვენ მონაწილეობას ოჯახის გეგმებსა და ღონისძიებებში;
- ოჯახის პრობლემების გადაწყვეტაში სთხოვენ აზრის გამოხატვას. შენ მნიშვნელოვანი ხარ!
პრაქტიკა, რომელიც ხელისშემშლელია:
„მადლობა!“ კონკრეტულად აღნიშნეთ, რა მოგეწონათ; არასდროს გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობა, რომ წაახალისოთ ბავშვის ის ქცევა ან აქტივობა, რომლის განმეორებით ნახვასაც ისურვებდით.